28 წლის გამთამაშებელი ლენს სტივენსონი კარიერას ჩინურ კლუბ "ლაიონინში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები ერთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რაშიც გამთამაშებელი 4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში სტივენსონი "ლეიკერსის" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 7.2 ქულას, 3.2 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა.