ფეხბურთი

15:38 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ისტორიაში - უეფას ტურნირის ფინალურ მატჩს ქალი იმსაჯებს

ახალი ერა საერთაშორისო ფეხბურთში. უეფას ევრპის სუპერთასს, „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის ქალბატონი იმსაჯებს. როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, ინგლისური დუელის მთავარი არბიტრი ფრანგი სტეფანი ფრაპარი იქნება.

მსგავსი შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა და უეფას ტურნირებს ფინალური მატჩს მამაკაცთა შორის ქალბატონი განსჯის.

ფრაპარმა ცოტა ხნის დასრულებულ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იმსაჯა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, ახლა კი, ევროპის სუპერთასის შეხვედრის განსჯა მიანდეს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ ევროპა ლისი მოქმედ ტრიუმფატორ „ჩელსის“ 14 აგვისტოს სტამბულში დაუპირისპირდება.

0.11466