კალათბურთი

12:40 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U16 ნაკრებმა მინსკში ბელარუსთან სპარინგ-მატჩი დათმო

ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს საქართველოს ნაკრები, რომლიც ბელარუსის ქალაქ მინსში იმყოფება და ამ ქვეყნის ნაკრებთან დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი უკვე ჩაატარა. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი სპარინგ-მატჩში 46:68 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერ ითამაშა სათანადო დონეზე და ეს შეხვედრა მწვრთნელებისთვის კარგი გაკვეთილი უნდა გახდეს. ჩვენს გუნდში 16 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ლიკლიკაძე, ვის შემდეგაც ყველაზე მეტი – 9 ქულა (და 10 მოხსნა) ელგუჯა ხვედელიძემ დააგროვა. 7 ქულა ჰქონდა ლუკა ხუციშვილს, ხოლო ლაშა მესხის ანგარიშზე 5 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ბელარუს თანატოლებთან მორიგ სპარინგ-მატჩს 2 აგვისტოს გამართავს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის B დივიზიონიც 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში გაიმართება. ტურნირში მთლიანობაში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო B ჯგუფში მოხსვა კვიპროსთან, ჩეხეთთან, ირლანდიასთან, პორტუგალიასთან და ჰოლანდიასთან.

ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას სამეულში მოსახვედრად განაგრძობს. ისევე როგორც ყველა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში, 16-წლამდელებშიც B დივიზიონიდან A-ში 3 საუკეთესო გადადის.

ბელარუსი – საქართველო
სტატისტიკა: 68:46

www.gbf.ge

0.115981