„ლივერპულმა“ დაამთავრა მოლაპარაკება „მელვუდის“ საწვრთნელი ბაზის გაყიდვის თაობაზე, რომელზედაც გუნდი 60 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა. ახლა პირველი გუნდი კირკბიში გადავა, სადაც კლუბის აკადემია მდებარეობს. ანუ, ყველა ფეხბურთელი, დიდიან-პატარიანად ერთად ივარჯიშებს.
ამასობაში, ახალი ულტრათანამედროვე ბაზა უკვე შენდება და ის 2020-21 წლების სეზონის დასაწყისისთვის გაიხსნება. მისი ღირებულება 10 მილიონი გირვანქაა.
თუმცა, „მელვუდის“ გაყიდვამ ადგილობრივების აღშფოთება გამოიწვია. მათ გაპროტესტებაც სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.