მსოფლიოს ნომერ მე-16 ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსზე იასპარეზებს. ნიკა ტურნირზე მე-13 ნომრად არის განთესილი. შარშანდელი ჩემპიონი რაფაელ ნადალი იასპარეზებს, ჯერჯერობით ჯოკოვიჩს და ფედერერის ბედი გადაწყვეტილი არ არის.
ბასილაშვილს ტურნირზე შარშან მოპოვებული 45 ქულა აქვს დასაცავი.
კანადური მასტერსის საპრიზო ფონდი 4.5 მილიონი ამერიკული დოლარია. ტურნირი 5-11 აგვისტოს გაიმართება.