ფეხბურთი

9:49 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში „სან პაულუში“ გადავიდა

ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი, დანი ალვეში, კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. 36 წლის მარჯვენა მცველმა „სან პაულუსთან“ მოაწერა ხელი კონტრაქტს - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ალვეშმა „სან პაულუსთან“ 2022 წლის დეკემბრამდე გააფორმა ხელშეკრულება და 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დანი ალვეში,

2017-19 წლებში ალვეში „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა. ამ ზაფხულს კი თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირში 32 შეხვედრა ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.

0.119295