2 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.
დღეს, წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 48, 55, 65, 80 და 110 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფალავნები გამართავენ.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე თორნიკე შაინიძე (48 კგ.), დიმიტრი ხაჩიძე (55 კგ.), აჩიკო ბოლქვაძე (65 კგ.), ბექა ქობულაძე (80 კგ.) და მათე გოქაძე (110 კგ.) გავლენ.
შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება.