კალათბურთი

20:33 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ვეტერანები მერვედფინალში ბრაზილიასთან 2 ქულით დამარცხდნენ

საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე მუნდიალზე ჩვენმა ნაკრებმა მერვედფინალში დასანანი მარცხი განიცადა. ქართველების მეტოქე ბრაზილია გახლდათ, რომელსაც დასკვნითი პერიოდის წინ საქართველო 54:49 ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება სამხრეთამერიკელებს დარჩათ – 72:70.

საქართველოს ნაკრებს ცოტა დააკლდა მეთხედფინალამდე, სადაც მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილ ჩვენს ვეტერანებს რუსეთის ნაკრები ელოდა. 32 ქულით საუკეთესო იყო გულივერ ახალკაცი. 8 ქულა მოაგროვა დავით გიორგობიანმა, 7 – ზაზა ცაგარეიშვილმა, ხოლო 6 ქულა ალექსანდრე ფერიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ახლა 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაზე გადაერთვება და მომდევნო მატჩს ურუგვაისთან გამართავს.

ww.gbf.ge

0.128809