ფეხბურთი

19:10 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პირველი არხის განცხადება "აბერდინსა“ და "ჩიხურას“ მატჩის ონლაინ სტრიმთან დაკავშირებით

მაყურებლის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს შოტლანდიაში საფეხბურთო კლუბებს – „აბერდინსა“ და „ჩიხურას“ შორის გასამართი მატჩის ტრანსლაციას და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ კლუბმა „ჩიხურამ“, კლუბის ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება „ჩიხურასა“ და „აბერდინს“ შორის გასამართი ორი მატჩიდან საქართველოს პირველი არხისთვის მიეცა მხოლოდ შინ გასამართი მატჩის ტრანსლირების უფლება. ეს ტრანსლაცია მაუწყებელმა 25 ივლისს შესთავაზა საქართველოს პირველი არხის მაყურებელს.

სამწუხაროდ, შოტლანდიაში დღეს „აბერდინსა“ და „ჩიხურას“ შორის გასამართ მატჩზე მაუწყებელს ტრანსლაციის უფლება არ აქვს, ამის გამო ამ თამაშს საქართველოს პირველი არხი ვერ აჩვენებს.

თუმცა, კლუბ „ჩიხურას“ მხრიდან იყო დაპირება, რომ მაუწყებლის ვებპლატფორმას მიაწოდებდნენ ონლაინ სტრიმს.

როგორც დღეს ხდება ჩვენთვის ცნობილი, კლუბმა „ჩიხურამ“ საქართველოს პირველი არხისთვის შოტლანდიიდან ონლაინ სტრიმის მოწოდება ვერ უზრუნველყო.

მაყურებლისა და გულშემატკივრის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს საფეხბურთო კლუბებმა დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და მატჩების ტრანსლაციის უფლებები დროულად გადმოსცენ საქართველოს პირველ არხს, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან ავირიდოთ და მაქსიმალურად მეტი მატჩი შევთავაზოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს.

0.115433