ფეხბურთი

18:17 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" სამი გიორგი და ყველა განაცხადს მიღმა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველების „გენტი“ დღეს რუმინულ „ვიტორულს“ დაუპირისპირდება. ბელგიელთა სასტარტო შემადგენლობა და სათადარიგო სკამი ამ მატჩისთვის ცნობილია.

ჩვენდა სამწუხაროდ, „გენტის“ ქართველი ლეგიონერები, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ბერიძე დღეს არ ითამაშებენ - სამივე განაცხადს მიღმა დარჩა.

ჩაკვეტაძე დიდი ხანია ლაზარეთშია, ქვილითაია კი მიმდინარე სეზონის არცერთ ოფიციალურ მატჩში არ ყოფილა სამატჩო განაცხადში. რაც შეეხება ბერიძეს, პირველ თამაშში და ბელგიის ჩემპიონატის საწყის ტურში ითამაშა, მაგრამ ამჯერად იეს თორუპმა 18-კაცში არ შეიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ „გენტმა“ „ვიტორულს“ პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 6:3 მოუგო და მატჩის მიმდინარეობისას 6:1-იც იყო ანგარიში.

0.115778