„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავისი სახლი გაყიდა პორტუგალიაში - გვამცნობს The Sun. სახლი მისმა თანამემამულე პეპემ შეიძინა დიდი ფასდაკლებით.
სახლი, რომელსაც ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანიც აქვს, კრიშტიანუმ 3,5 მილიონ გირვანქად შეიძინა შვიდი წლის წინათ. პეპეს კი „მხოლოდ“ 2,3 მილიონად დაუთმო.
სახლის ტერიტორია 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და იქიდან მდინარე კავადოზე ულამაზესი ხედი იშლება
ესპანური მედია კი აღნიშნავს, რომ რონალდუ მარბელაში ვილას ყიდულობს, ცნობილი მოკრივის, კონორ მაკგრეგორის მეზობლად. ახალი სახლი კრიშტიანუს დაახლოებით 1,3 მილიონი გირვანქა დაუჯდება.