ფეხბურთი

1:55 | 1.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" სამაგალითო ჟესტი - იმერულმა გუნდმა პრესკონფერენციაზე რუსულ ენოვან თარჯიმანზე უარი თქვა

საჩხერის „ჩიხურა“ აბერდინშია და ადგილობრივ საფეხბურთო გუნდთან ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის ემზადება.

ბუნებრივია, თამაშის წინ სოსო ფრუიძის პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მასპინძლებმა მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ვერ შეძლეს პრესკონფერენციაზე ქართულ ენოვანი თარჯიმნის მოყვანა.

შედეგად, ალტერნატიულ ვარიანტად „ჩიხურას“ პრესკონფერენციის რუსულ ენაზე წარმართვა და შესაბამისად, რუსულ ენოვანი თარჯიმანი შესთავაზეს. თუმცა, საჩხერული კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გუნდმა უარი კატეგორიული უარი განაცხადა რუსულ ენოვანი თარჯიმნის სამსახურზე და პრესკონფერენცია ქართულ-ინგლისურ ენაზე წარიმართა.

საბოლოოდ, თარჯიმნის როლი „ჩიხურას“ გენერალურმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ითავა და სოსო ფრუიძეს ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვებს ინგლისურიდან ქართულ ენაზე სწორედ ის უთარგმინდა.

შეგახსენებთ, „აბერდინისა“ და „ჩიხურას“ მატჩი 1 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამ გუნდთა პირველი მატჩი თბილისში ფრედ, 1:1 დასრულდა.

0.13397