ფეხბურთი

19:20 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" მსოფლიოს ჩემპიონი დაიმატა

გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანდრე შურლე კარიერას მოსკოვის „სპარტაკში“ გააგრძელებს. როგორც რუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, გერმანელი ერთი წლის განმავლობაში საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს.

შურლე „დორტმუნდის“ საკუთრებაში იმყოფება და გასული სეზონი ასევე იჯარით ლონდონის „ფულჰემში“ გაატარა. კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია „მაინცში“, „ლევერკუზენში“, „ჩელსიში“, „ვოლფსურგსა“ და „დორტმუნდიში“.

2014 წელს შურლე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნახევარფინალში ბრაზილიასთან დუბლი შეასრულა, ხოლო ფინალში გადამწყვეტ გოლში დიდი წვლილი შეიტანა და საგოლე პასი მიითვალა. მთლიანობაში 28 წლის ფეხბურთელს "ბუნდესნაკრებში" 57-ჯერ უთამაშია და 22 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში შურლე მხოლოდ მესამე მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო „სპარტაკში“ აქამდე ამ სტატუსით არავის უთამაშია.

0.066922