ფეხბურთი

13:54 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" შოტლანდიაში განმეორებითი მატჩისთვის ემზადება

საჩხერის "ჩიხურა" შოტლანდიის ქალაქ აბერდინშია და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრისათვის ემზადება.

საჩხერლები შოტლანდიას 29 ივლისს ესტუმრნენ და სასტუმრო Jurys Inn-ში დაბინავდნენ. ამდენად, "ჩიხურას" აბერდინში სამდღიან შეკრება გამოუვიდა. ქართული გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს Pittodrie Stadium-ზე გამართავს.
სოსო ფრუიძეს შოტლანდიაში 18 კაციანი შემადგენლობა ჰყავს წაყვანილი.

მეკარეები: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი.

მცველები: ირაკლი კამლაძე, ოლეგ მამასახლისი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია.

ნახევარმცველები: რეზი ჩიტეიშვილი, თემო მარკოზაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, მიხეილ სარდალიშვილი, დემიკო ჩიხლაძე, რატი არდაზიშვილი.

თავდამსხმელები: მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ფანცულაია, ბესო დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ "ჩიხურასა" და "აბერდინს" შორის თბილისში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა, განმეორებითი თამაში კი 1 აგვისტოს აბერდინში გაიმართება.

ვთქვათ ისიც, რომ აბერდინთან მზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის, საჩხერელები მადლობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უხდიან.

0.120146