„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ბოდიში მოუხადა „მანჩესტერ სიტის“ ლეროი სანეს ტრანსფერის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო. კერძოდ, მან განაცხადა, რომ პრობლემა არ არის და თითქმის დარწმუნებულია სანეს ბავარიულ კლუბში გადასვლაში. „სიტის“ მესვეურებმა უპასუხეს, გერმანელ გარემარბთან განშორებას არ ვაპირებთო.
„გვარდიოლას ვესაუბრე და ბოდიში მოვუხადე. ვიცი, რომ სანეს მოქმედი კონტრაქტი აქვს „სიტისთან,“ ამიტომ კლუბსაც მოვუბოდიშე. მომავალში ვეცდები დროულად დავაჭირო მუხრუჭს.“ - ციტირებს კოვაჩის სიტყვებს ესპანური AS.
სანე „სიტიში“ 2016 წელს გადავიდა „შალკედან.“ ტრანსფერი 50,5 მილიონი ევრო დაჯდა. კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.