ლონდონის "არსენალმა" "ლილის" 24 წლის კოტ დივუარელი შემტევი ნიკოლას პეპე გადაიბირა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალმა" პეპეში 80 მილიონი ევრო გადაიხადა.
განვლილ სეზონში პეპემ 41 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.
2016 წლიდან პეპე კოტ დივუარის ნაკრების წევრიცაა, სადაც 15 შეხვედრაში ოთხი გოლი აქვს გატანილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამაგიეროდ პატარა გუნდებისთვის სიტყვაზე აიაქსისთვის (აიაქსი პატარა გუნდი არაა პირიქით გრანდია მაგრამ ფულით პატარას ვგულისხმობ)რომელთაც ძლიერი აკადემია აქვთ მისწრებაა და პირიქით აწყობთ ეს შეიხები.გაზრდიან ნიჭიერ ფეხბურთელს და გაყიდიან 100 მილიონად.არაფერში იშოვიან დიდ ფულს
შეიხებმა დედა უტირეს ფეხბურთს და მოკლეს რეალურად ისტორიულად დიდი გუნდები.ერთადერთი გამოსავალი მილანი იქნება ინტერი თუ სხვა გრანდი არის საკუთარი ძლიერი აკადემიის შექმნა.სხვანაირად შანსი არაა მაგათი გაძლიერების რა თქმა უნდა თუ ვიღაც შეიხმა არ იყიდა ეგენიც
ამიტომ მოუვიდათ ცუდ დროს ჩავარდნა მილანს და ინტერს.მაგენი კაიხანი ვერ დადგებიან ფეხზე იმხელა ფასებია ფეხბურთელებზე და იმდენად აღარ აქვთ შემოსავლები მაგ ორ გუნდს.100 მილიონის გამოყოფაც არ შეუძლია არცერთს ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე და რომც შეძლონ იმ 100 მილიონის გამოყოფაც აგერ ასეთი პეპე მიიყვანონ ერთი და ეგ იქნება.რამდენად გააძლიერებს ასეთი პეპე თავად განსაჯეთ.
დღეს 1 სატრანსფერო ფანჯარაზე 500 მილიონი მაინც უნდა დახარჯო კარგად რომ გააძლიერო გუნდი და არ გეყოს შეიძლება კიდევ გააჩნია რა გუნდი ხარ)))
კაკა უფრო იაფად გაიყიდა 10 წლის წინ (67 მილიონი)ვიდრე ეს ახლა.რომელი უფრო გაძლიერება იყო შეადარეთ
სერიოზული თანხაა ალბათ კარგი ტრანსფერიც
სერიოზული თანხა რომ არის და სანაცვლოდ პეპე მოდის მაგაშია საქმე ჯიგარო.ანუ რას ვგულისხმობ ბევრი დახარჯა ამა თუ იმ გუნდმაო.კი ბატონო ფული მართლა ძაან ბევრი იხარჯება მაგრამ განსაკუთრებული გაძლიერება არ ხდება.ვინები მოდიან იმ ფულში ის უნდა შევაფასოთ და არა ის რამდენი დაიხარჯა.სიტყვაზე 10 წლის წინ პეპეში 20 მილიონიც მაქსიმუმი იქნებოდა
პეპეს ფასი მის შესაძლებლობებს რომ აღემატება უეჭველია მაგრამ აღარც მიკვრის უკვე ისეთი ქაოსია ფასებში