კალათბურთი

11:15 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკკოლუმმა 100-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

"პორტლენდის" მსროლელი სი ჯეი მაკკალუმმა გუნდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა, რაშიც კალათბურთელი 100-მილიონ დოლარს მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პორტლენდმა" დამიენ ლილარდსაც კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტლენდელებმა უკანა ხაზი შეინარჩუნეს და მომდევნო სეზონში ისევ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

განვლილ სეზონში სი ჯეი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21 ქულას, 4 მოხსნას და 3 პასს აგროვებდა.

0.113133