ჭიდაობა

23:15 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძის ვერცხლი ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი ჩიხრაძემ (110 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა ფინალში ჭიდაობის უფლება გუშინ მოიპოვა, დღეს კი, გადამწყვეტი ორთაბრძოლა რუს არსამაგ ზასეევთან გამართა და 0:10 დამარცხდა.
კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ჰქონდა დავით ფაცინაშვილსაც (65 კგ.), თუმცა, მან ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება იაპონელ რიოსუკე კერასთან 1:3 წააგო.
ხვალ, მედლებისთვის კიდევ 2 ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს. დავით აბდალაძე (60 კგ.) ნახევარფინალში რუს არიპ აბდულაევთან 0:10 დამარცხდა, ბრინჯაოსთვის კი, თურქ, უკრაინელ და ბელგიელ ფალავნებს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
დავით კუჭუაშვილმა (71 კგ.) ნახევარფინალი რუს არიპ აბდულაევთან 0:8 წააგო და მე-3 ადგილისთვის შერკინებაში იტალიელ, ამერიკელ და ინდოელ მოჭიდავეებში საუკეთესოს დაუპირისპირდება.
დღესვე, რეპეშაჟში გადართვის შანსი დაკარგეს და შესაბამისად, მსოფლიო პირველობას ნაადრევად გამოეთიშნენ მაგამედ მაგამედოვი (45 კგ.) და ლუკა ღვინჯილია (51 კგ.).

0.114992