ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, „პარი სენ-ჟერმენი“ ნეიმარის გაყიდვას აპირებს. Sport.es-ის ცნობით, ბრაზილიელს თავად უნდა კლუბის გამოცვლა და როგორც ჩანს, პარიზელები მას ამაში ხელს არ შეუშლიან.
ამისათვის პსჟ-ის მფლობელებმა ნეიმარის სატრანსფერო ფასი თითქმის გაანახევრეს. მანამდე ბრაზილიელში, დაინტერესებულ კლუბებს ისინი 300 მილიონს სთხოვდნენ, ახლა კი ყაბულს არიან 180 მილიონ ევროდ გაუშვან. ამასთან, პრიზელებს გარიგებაში სხვა ფეხბურთელების გარევა არ სურთ და თანხის მთლიანად აღებას ეშურებიან.
ნეიმარი სავარაუდოდ ყოფილ კლუბში, „ბარსელონაში“ გადავა