ფეხბურთი

11:18 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიაში რონალდინიოს 57 უძრავი ქონების ობიექტი დააყადაღეს

ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილ თავდამსხმელს, რონალდინიოს, მშობლიური ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. Folha de S.Paulo-ს ცნობით, მას 57 უძრავი ქონების ობიექტიც დაუყადაღეს, რადგან საჭირო ჯარიმა დროულად არ გადაიხადა.

რონალდინიოს, პორტუ ალეგრიში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებისას, ეკოლოგიური ნორმების დარღვევისა და ტყის საფარისთვის ზიანის მიყენების გამო, 2,3 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, რომელიც ფეხბურთლს არ გადაუხდია.

რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა შარშან იანვარში დაასრულა. წლების განმავლობაში ის: „გრემიოს,“ „პარი სენ-ჟერმენის,“ „ბარსელონას,“ „მილანის,“ „ფლამენგოს,“ „ატლეტიკო მინეიროს,“ „კერეტაროსა“ და „ფლუმინენსეს“ ღირსებას იცავდა.

თეგებირონალდინიო
0.121646