ფეხბურთი

2:02 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ მწვანე ბარათი მიიღო

„სან ხოსეს“ ქართველი მცველი გურამ კაშია ამერიკის შეერთებული შტატების მწვანე ბარათის მფლობელია, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში ცხოვრების უფლება მიიღო და ამასთან, გუნდში ლეგიონერად აღარ ჩაითვლება. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

როგორც „სან ხოსეს“ განცხადებაშია ნათქვამი, ლეგიონერთა რიცხვი რვიდან შვიდამდე შემცირდა - დანიელ ვეგა, ჰაროლდ კამინგსი, მარკოს ლოპესი, მაგნუს ერიქსონი, კრისტიან ესპინოსა, კარლოს ფიერო და ჟადსონი.

გურამ კაშია „სან ხოსეს“ 2018 წლის ივნისში არნემის „ვიტესიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 23 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 21 ძირითადი შემადგენლობიდან. მიმდინარე სეზონში კი 32 წლის ქართველის ანგარიშზე 11 მატჩია (9 სასტარტო შემადგენლობაში).

აქვე შეგახსენებთ, რომ კაშიამდე მწვანე ბარათი „სან ხოსეს“ კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმაც მიიღო.

0.118235