ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ კარლსრუეში იმყოფება და ხვალიდან ადგილობრივ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) ჩაერთვება.
LIQUI MOLY OPEN KARLSRUHE-ს ძირითადი ბადის წილისყრა ეკოსთვის იღბლიანი ნამდვილად არ ყოფილა. გორგოძეს საწყის რაუნდშივე პირველ ნომრად განთესილი სლოვენიელი ტამარა ზიდანსეკი ელის და ცხადია, რომ ფავორიტადაც ის მოიაზრება.
ცნობისთვის, 21 წლის ზიდანსეკს ვტა-ს რეიტინგში მისთვის სარეკორდო 56-ე ადგილი უკავია, 27 წლის გორგოძე კი 194-ე ჩოგანია.