"იუვენტუსის" 32 წლის ნახევარმცველმა სამი ხედირამ კარიერა შესაძლოა "არსენალში" გააგრძელოს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ხედირამ ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკეებს აწარმოებს და მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
ხედირა "იუვენტუსში" 2015 წლიდან ირიცხება, სადაც 126 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. მოქმედი კონტრაქტი გერმანელს ტურინულ კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს.