ფეხბურთი

16:18 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" - "გაბალას" ფინელები იმსაჯებენ

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს „დინამო თბილისსა“ და „გაბალას“ შორის ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი მსაჯი 32 წლის პეტრი ვილიანენი იქნება, ხოლო დახმარებას რიკუ ვირიოვუორი და მიკა ლამპუ გაუწევენ. მეოთხე არბიტრი დენი ანტამო იქნება.

შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ ერთი კვირის წინ აზერბაიჯანში 2:0 იმარჯვა, ხოლო საპასუხო მატჩი 1 აგვისტოს თბილისში გაიმართება.

0.121165