კალათბურთი

12:40 | 29.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გასოლი "პორტლენდში" ითამაშებს

38 წლის ესპანელი ფორვარდი პო გასოლი კარიერას "პორტლენდში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის სვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

განვლილ სეზონში, გასოლი "სან ანტონიოდან" "მილოუკში" გადავიდა, თუმცა ტრავმის გამო გუნდს სეზონის ბოლოს ვეღარ დაეხმარა.

გასოლს "მემფისში", "ლეიკერსში", "ჩიკაგოში", "სან ანტონიოში", და "მილოუკში" უთამაშია.

გასოლის 18-წლიან კარიერაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17 ქულას, 9.2 მოხსნას, 3.2 პას და 1.5 ბლოკ-შოტს აგროვებდა.

0.116394