დედაქალაქური “საბურთალო”, რომელიც ზეგ ზაგრებში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება, ხორვატიაში 29 ივლისს გაემგზავრება.
სხვადასხვა მიზეზის გამო, მოახლოებულ მატჩში “საბურთალო” ოთხ წამყვან ფეხბურთელს მოისაკლისებს – ზაგრებში ვერ გაემგზავრებიან ვაგნერ გონსალვესი და ლაშა შინდაგორიძე, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. ელვინ ტერას სავიზო პრობლემები აქვს, ხოლო გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია.
“საბურთალოს” მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს ზაგრებში 19 ფეხბურთელი მიჰყავს:
მეკარეები – ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.
მცველები – ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.
ნახევარმცველები – ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია.
თავდამსხმელები – გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.
ცნობისთვის, “დინამოსა” და “საბურთალოს” მატჩს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” პირდაპირ ეთერში გადასცემს. აღნიშნული მატჩი 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.