ფეხბურთი

20:16 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი „სიდნეისთან“ არ ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, ნეიმარი, „სიდნეისთან“ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს, რომელიც 30 ივლისს გაიმართება ჩინურ სუცჟოუში. Sport.es-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. მას ბოლომდე ჯერ არ მოუშუშებია ტრავმა, რომელიც ივნისის დასაწყისში ბრაზილია - ყატარის ტესტ-მატჩში მიიღო.

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ „ბარსელონადან“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 222 მილიონი ევრო შეადგინა, რამაც ბრაზილიელი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გხადა. პარიზულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს იწურება, თუმცა დიდი ალბათობით, მომავალ სეზონს ის სხვა ქვეყნის კლუბში დაიწყებს.

0.114755