ფეხბურთი

19:10 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლეგიამ" ვაკო გვილიას 94-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო! (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე ტურში ვაკო გვილიას „ლეგია“ ვატო არველაძის „კორონას“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ეს კი ქართველი ნახევარმცველის დამსახურებაა, რომელმაც მსაჯის მე-4 კომპენსირებულ წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა!

ვთქვათ, რომ აქამდე, ევროპა ლიგის სამ მატჩში და ექსტრაკლასას პირველ ტურში გვილია ვარშაველთა სასტარტო შემადგენლობაში ყოველთვის ხვდებოდა და ხსენებულ მატჩებში ორი საგოლე პასითაც გამოირჩა. თუმცა, ამჯერად ჩვენებური ძირითადში არ გამოჩენილა.

სამაგიეროდ, სასტარტოში ითამაშა „კორონას“ ქართველმა ფორვარდმა არველაძემ, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს.

გვილია კი, მოედანზე 61-ე წუთზე პირველი გოლის ავტორის არვიდას ნოვაკოვასის ნაცვლად გამოჩნდა და შეხვედრის გმირიც გახდა. 94-ე წუთზე, როდესაც დედაქალაქელები პრაქტიკულად ბოლო შეტევას ახორციელებდნენ, ვაკო ფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა და ახლო მანძილიდან ერთი შეხებით სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

25 წლის ფეხბურთელმა ვარშაველთა რიგებში ოფიციალურ მატჩებში სადებიუტო გოლი მიითვალა. „ლეგიას“ კი ექსტრაკლასაში ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-7 საფეხურზე იმყოფება.

0.112265