ძიუდო

20:45 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ვეტერანთა მედლები ევროპის ჩემპიონატზე

ესპანეთის ქალაქ ლას პალმასში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ აქტივს მორიგი მედლები შემატა.

გუშინ, ტურნირის ჩემპიონი ლევან წიკლაური (90 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ხვიჩა წიკლაური (73 კგ.), გიორგი მოდებაძე (100 კგ.) და ზვიად წიკლაური (+100 კგ.) დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ.) და ვანო გრიგალაშვილმა (100 კგ.) საქართველოს 2 ოქროს მედალი შესძინეს, გოჩა ბერაძემ (90 კგ.) და დავით თვალიაშვილმა (60 კგ.) კი ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულეს.

0.163745