"დორტმუნდის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სებასტიან როდე კარიერას "აინტრახტში" გააგრძელებს. როგორც ფრანკფურტელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
როდე "ოფენბახის" აკადემიის აღზრდილია და "აინტრახტში" 2010 წელს გადავიდა. ფეხბურთელმა კლუბი 2014 წელს დატოვა და "ბაიერნში" თამაშობდა. "დორტმუნდში" კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ორი სეზონის შემდეგ მოხვდა. გასული სათამაშო წლის ნახევარი როდემ ფრანკფურტელთა რიგებში გაატარა და 22 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.