ფეხბურთი

20:50 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" სალიბა ინათხოვრა

საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების და "სენტ ეტიენის" 18 წლის მცველი ვილიამ სალიბა მომდევნო სეზონს იჯარის წესით ლონდონის "არსენალში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კამერუნული ფესვების მქონე ფეხბურთელი "სენტ ეტიენმა" 2016 წელს კლუბ "მონტფერმეილიდან" დაიმატა და პირველ გუნდში 2018 წელს დააწინაურა. გასულ სეზონში ახალგაზრდა სალიბამ 19 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 81 წუთს ატარებდა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

0.121678