„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფილ ფოდენი შეაქო. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ინგლისელი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელთანაც უმუშავია.
„ფოდენი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მინახავს. ყველაფერი აქვს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, არამარტო ინგლისის მასშტაბით.
მას მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს: მწვრთნელი ზოგჯერ ძირითად შემადგენლობაში არ აყენებს, მაგრამ მომავალში შესაძლოა ყველაფერი უკეთესად იყოს. ყველა წუთს იმსახურებს, კონკურენცია ადვილი არაა. საოცარი მეთოდებით მუშაობს. იცის, რომ პატივს ვცემ და ვეხმარები. დარწმუნებულნი ვართ წარმატებას მიაღწევს“, - თქვა გვარდიოლამ.
19 წლის ფილ ფოდენი „მანჩესტერ სიტი“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 36 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.