ჩოგბურთი

12:10 | 26.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას მარცხი მეოთხედფინალში

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი ევრო) წყვილთა თანრიგის გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშა.

კალაშნიკოვა და იაპონელი ენა შიბაჰარა შეჯიბრში მე-4 განთესვით ჩაებნენ და პირველი წრე დამაჯერებლად დასძლიეს, ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი კანადურ-სერბულ დუეტთან (შერონ ფიჩმანი-ნინ სტოიანოვიჩი) 6:2, 3:6, 3:10 დამარცხდნენ.

0.108667