ჩოგბურთი

18:41 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დალაქიშვილმა და დევიძემ დაასრულეს

17 წლის ქართველი კალათბურთელი მარიამ დალაქიშვილი ტუნისურ ტაბარკაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა.

მე-7 ნომრად განთესილმა დალაქიშვილმა პირველ წრეში ხორვატი ენა კაიევიჩი 6:2, 6:2 დაამარცხა, დღეს კი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ანა პოპესკუსთან 6:4, 3:6, 4:6 წააგო.

ევანსვილის (აშშ) 25-ათასიან ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა სალომე დევიძემ. ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა, იქ კი, მასპინძელ კატრინა სკოტთან (კვალიფიკაციის გამარჯვებული) 3:6, 6:7 (6:8) დამარცხდა.

0.117116