ჩოგბურთი

22:03 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ თამაში ვერ დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰორბში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ჩაერთო, ერთეულთა ბადის სასტარტო შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა.

მე-8 ნომრად განთესილი შაფათავა დღეს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ივანა პოპოვიჩს გადაეყარა და ავსტრალიელ ჩოგბურთელთან 6:7 (5:7), 0:2 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო.
ხვალ, სოფო და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა, რომელთაც წყვილთა თანრიგში პირველი განთესვა აქვთ, მეოთხედფინალში ავსტრიელ რაკიჩსა და გერმანელ საუვანტს უნდა გაეჯიბრნონ, თუმცა, თუ შაფათავას ტრავმა სერიოზულია, მეტოქეებს გამარჯვება უბრძოლველად ერგებათ.

0.114547