თელავში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის ერთეულთა ბადეს ქართველ ჩოგბურთელთაგან მხოლოდ გიორგი ცივაძე შემორჩა.
ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დღეს მარცხი განიცადეს ნიკოლოზ დავლიანიძემა და დავით ჭელიძემ. დავლიანიძე პირველ ნომრად განთესილ ჩეხ დავიდ პოლიაკთან 3:6, 6:7 (1:7) დამარცხდა, ჭელიძემ კი მე-7 ნომრად განთესილ ამერიკელ დენის უსპენსკისთან 3:6, 0:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ ცივაძემ პირველ წრეში მე-2 რეიტინგის მქონე უზბეკ ოლიმჯონ ნაბიევს 2:6, 6:2, 6:1 სძლია და მერვედფინალში რუს მატვეი ხომენტოვსკის ეთამაშება.
წყვილთა ტურნირში ცივაძემა და რუსმა იან ბონდარევსკიმ დავლიანიძე და საბა ფურცელაძე 6:4, 6:2 დაამარცხეს და მეოთხედფინალში რუსებს – შალვა ჯანაშიასა და იან საბანინს გაეჯიბრებიან.
ზურა ტყემალაძემა და ყაზახმა დოსტანბეკ ტაშბულატოვმა ბელარუს ალიაკსანდრ ლიაონენკასა და უკრაინელ ნიკიტა მაშტაკოვს 6:2, 7:6 (7:4) მოუგეს და მეოთხედფინალში ბელარუს მიკალაი ჰალიაკსა და უზბეკ იურაბეკ კარიმოვს დაუპირისპირდებიან.
მიხაილო კვანტალიანი და ირაკლი მეტრეველი პირველ წრეში თურქულ წყვილთან (აკსუ-კირჩი) 6:7 (5:7), 4:6 დამარცხდნენ.