ქართველმა ძიუდოისტმა ნიკა ბაჩიაშვილმა (50 კგ.) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით ხვ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.
ბაჩიაშვილმა პირველ წრეში ავსტრიელი მარკუს აუერი იპონზე დასცა, შემდეგ კი, ამავე ილეთით იტალიელ ტომას სკატოლინოს აჯობა, რისთვისაც დამატებითი დროის ჩატარება მოუხდა.
ქართველი ძიუდოისტი ფინალის საგზურისთვის ფრანგ რომეინ ვალადიე პიკარს გაეჯიბრება.
სამწუხაროდ, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ გუგა ამირხანაშვილი (55 კგ.) და კოტე კაპანაძე (60 კგ.). ამირხანაშვილმა პირველ წრეში ბრიტანელ ართურ პატემიანთან წააგო, კაპანაძე კი ავსტრიელ ადამ საფარს ვერ გაუმკლავდა.
გოგონათა შეჯიბრში ლოლიტა გაბუნია ჰოლანდიელ იოშლინ სუპუსერასთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი იტალიელ ჯულია ჯიორჯისთან დაიჩაგრა.
დიანა ფილკინა-გაგოშიძემ გზიდან უკრაინელი დარინა ლიაშუკი ჩამოიცილა, ხოლო მერვედფინალში ხორვატ ანა ვიკტორია პულიზთან დამარცხდა. რეპეშაჟში დიანას მეტოქე ბრიტანელი მაე ბოსტოკი იქნება.