ფეხბურთი

14:02 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალა "იუვენტუსიდან" წასვლაზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით არგენტინელი საბოლოო გადაწყვეტილებას მაურიციო სარისთან ლაპარაკის შემდგომ მიიღებს.

ყველაფერი მას შემდეგ უნდა გაირკვეს, რაც დიბალა შვებულებიდან დაბრუნდება. მანამდე კი უცხოურ მედიაში არგენტინელ ფეხბურთელს არაერთ კლუბთან აკავშირებენ, ყველაზე მეტად კი „პარი სენ ჟერმენთან“.

0.068326