ფეხბურთი

12:50 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ბეილის მიმართ ჩემი პოზიცია უცვლელია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "არსენალთან" 2:2 (პენ: 3:2) მატჩის შემდგომ გარეტ ბეილზე ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით უელსელმა „არსენალის“ წინააღმდეგ კარგი თამაში ჩაატარა და ბედნიერია, თუმცა მასზე აზრი არ შეუცვლია.

„ბეილმა კარგი თამაში ჩაატარა და ამის გამო ბედნიერი ვარ. ჩვენ ამ ეტაპზე ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი პოზიცია მისდამი შეიცვალა. მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის მოსაზრება“, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ „არსენალთან“ დაპირისპირებისას უელსელმა გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ როგორც ჩანს ამ ფაქტმა ზიდანს გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა და მისი გუნდიდან გაშვება ისევ აქტუალურია.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ბეილმა „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ დროისთვის 30 წლის გარემარბის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

0.133704