ფეხბურთი

10:47 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „სებალიოსი ძალიან კარგი ფეხბურთელია“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ქათინაურები არ დაიშურა მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ნახევარმცველის, დანი სებალიოსის მიმართ, რომელიც მალე ალბათ „მეთოფეთა“ ფეხბურთელი გახდება იჯარის წესით.

„ჩვენ ერთი მოთამაშის იჯარით აყვანა გვინდოდა. სხვადასხვა ვარიანტები განიხილებოდა. ბოლოს სებალიოსზე შევჩერდით. ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას „ბეტისში“ და „რეალში“ გამოსვლით ვიცნობ. შესანიშნავად ითამაშა ახლახან დამთავრებულ 21 წლამდელთა ევროპის პირველობაზე, სადაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდა.“ - ციტირებს ემერის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

სებალიოსი „რეალში“ „ბეტისიდან“ 2017 წელს გადავიდა 16,5 მილიონ ევროდ. გასულ სეზონში 22 წლის შუახაზელმა „სამეფო კლუბის“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატის 23 მატჩში ითამაშა და სამი გოლი გაიტანა.

0.126706