ფეხბურთი

22:26 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნენად ბიელიცა: "საბურთალო" ტექნიკური და ძალიან კარგი გუნდია"

ზაგრების „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ თბილისის „საბურთალოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ხორვატმა სპეციალისტმა მომავალი მეტოქე შეაქო და განაცხადა, რომ „შერიფი“ დამსახურებულად დაამარცხა. თუმცა, ბიელიცა, ასევე აღნიშნავს, რომ მისი გუნდის მიზანი გამარჯვებაა.

„ჩვენი მეტოქე ძალიან ტექნიკური გუნდია დაკარგ ფეხბურთს თამაშობს. „საბურთალომ“ „შერიფზე“ უკეთ ითამაშა და დაიმსახურა გამარჯვება მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ მეორე თამაშშში 15-წუთიანი ჩავარდნა. შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და დაიმსახურა აქ ყოფნა.

დანი ოლმო? მან მხოლოდ სამი დღეა, რაც ვარჯიში დაიწყო და მზად არ არის ამ თამაშისთვის. მუბანჯეც ფიზიკურად მზად არაა. მე არ ვისაუბრებ იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან მეტოქის დაუფასებლობა გამოვა. ჩვენ მხოლოდ ორი ახალწვეული გვყავს, პინტო და მუბანჯე. პინტო გუნდთან ერთადაა და ვნახოთ ითამაშებს თუ არა ხვალ.

მხოლოდ ვფიქრობთ საკუთარ თავზე და ვცდილობთ ვაჩვენოთ რა შეგვიძლია, გავიმარჯვოთ. ვიცი, რომ მეტოქე კარგია გუნდია, ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავით. მაგრამ მჯერა, რომ გამარჯვებას მოვახერხებთ."საბურთალომ" „შერიფთან“ ორივე თამაში კარგად ჩაატარა, ფლანგის ორივე ფეხბურთელი მომეწონა, ასევე თავდამსხმელი, მთლიანობაში ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

ახლა არ ვფიქრობ იმაზე, რომ საპასუხო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ. მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვარ კონცენტრირებული და რა იქნება 7 დღის შემდეგ არ მაინტერესებს“, - თქვა ბიელიცამ.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოსა“ და „შერიფის“ შეხვედრა 23 ივლისს, „მიხეილ მესხზე“ 21:300 საათზე დაიწყება.

0.120264