ძიუდო

16:00 | 22.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრაღაში მხოლოდ ერთი ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულებულ იუნიორთა ევროპის თასზე ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი ლუკა დავითაშვილი ვიხილეთ.

მან ძალები 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოსინჯა და პირველ წრეში რუმინელ კოსმინ ბუკატარუს იპონით სძლია, შემდეგ კი, ავსტრიელ მატიას ჩიჟეკთან ვაზარები გაცვალა, თუმცა, მალევე იპონზე დაეცა.

0.113974