ჭიდაობა

23:50 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანთელაძე და ბერიძე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ

ქართველმა მოჭიდავებმა ნიკოლოზ სანთელაძემა (45 კგ.) და რომეო ბერიძემ (55 კგ.) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალზე ვერცხლის მედლები მოპიპოვეს.

დღეს, ევროპის რიგით XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალში 4 ქართველი მოჭიდავე ჩაერთო.

სანთელაძემ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში იყოჩაღა, ბერიძემ კი - ბერძნულ-რომაულში.

ნიკოლოზმა ჯგუფურ ეტაპზე პოლონელი ფაბიან ნიედზვიედკი და იტალიელი პაოლო ლუმია დაამარცხა, ნახევარფინალში რუს ელდარ ასაკაევს სძლია, ფინალში კი მასპინძელ მურად ჰაგვერდიევთან წააგო.

რომეომ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ ფრანგ იანის ნიფრისა და აზერბაიჯანელ ნიჰატ მამადლის მოუგო, ნახევარფინალში თურქ ბეკირ ატეს აჯობა, გადამწყვეტი შეხვედრა კი ბელარუს გლებ მაკარანკასთან დათმო.

სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ერთ წევრ ბეჟან ბარსონიძეს (55 კგ.).

0.124435