კალათბურთი

18:10 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 20-წლამდელებმა B დივიზიონში მე-8 ადგილი დაიკავეს

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში სასტარტო 4 მატჩი მოიგო, შემდეგ კი, მიჯრით 4 შეხვედრა წააგო და ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა ჰოლანდია (85:73), სომხეთი (98:46), შვედეთი (73:64) და კოსოვო (86:52) დაამარცხეს, რასაც ესტონეთთან (67:78), მასპინძელ პორტუგალიასთან (85:96), ბულგარეთთანა (75:86) და უკვე, დღეს, ისლანდიასთან (90:94) წაგებები მოჰყვა.
კუნძულელებთან შეხვედრაში ქართველთაგან საუკეთესოები ლუკა მაზიაშვილი და ნიკოლოზ მეცხვარიშვილი იყვნენ 21-21 ქულით, რატი ანდრონიკაშვილმა 18 ქულა ჩააგდო, ზურაბ ჟღენტმა კი – 12.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მოხსნებში 42:26 აჯობა, თუმცა, 15-ით მეტი (!) დაკარგვა (26:11) ჰქონდა და მარცხის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ B დივიზინიოდან ელიტაში გადასვლის უფლება უკვე მოიპოვეს პორტუგალიამა და ჩეხეთმა, რომლებიც დღეს ფინალში ითამაშებენ, A დივიზიონის მე-3 საგზურს კი, დღესვე, ბელგია და რუსეთი გაითამაშებენ.

0.118428