ფეხბურთი

18:27 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ფრანგი ფეხბურთელი დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ ფრანგი ნახევარმცველი ჯორდან ვერეტუ დაიმატა. 26 წლის ფეხბურთელმა დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ფლორენციის „ფიორენტინამ“ კი 19 მილიონი ევრო მიიღო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ გუნდში ვითამაშებ შესანიშნავი ფეხბურთელების გვერდით“, - თქვა ჯორდანმა.

ვერეტუმ საფეხბურთო კარიერა „ნანტის“ რიგებში დაიწყო, მერე კი „ასტონ ვილასა“ და „სენტ ეტიენის“ შემადგენლობაში ითამაშა.

ბოლო ორი სეზონი ფრანგმა ფლორენციის „ფიორენტინაში“ გაატარა, რომლის მაისურით მოედანზე 75-ჯერ გავიდა და 15 გოლი გაიტანა.

0.127582