სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:08 | 20.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე უზბეკეთში საუკეთესოდ დაასახელეს

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის ივნისის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გასულ თვეში ტაშკენტელებმა სამი მატჩი ჩაატარეს, სამივე მოიგეს, 15 გოლი გაიტანეს და ერთადერთი გაუშვეს. „ფახთაქორი“ უზბეკეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და 13 ტურის შემდეგ უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს.

შეგახსენებთ, 46 წლის შოთა არველაძე უზბეკურ გუნდს სათავეში 2017 წლის ზაფხულში ჩაუდგა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.12573