ფეხბურთი

22:23 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ჩემპიონთა ლიგა რომ მოგვეგო, "ტოტენჰემს" დავტოვებდი"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ დაასახელა მიზეზი, რის გამოც „მამლები“ არ დატოვა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემს“ „ლივერპული“ რომ დაემარცხებინა, პოსტს დატოვებდა.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალი განსხვავებული შედეგით რომ დასრულებულიყო, ალბათ წასასვლელად შესაფერისი მომენტი იქნებოდა. გუნდის ხელმძღვანელობას ექნებოდა სურვილი ახალი ციკლის დაწყების ახალ მწვრთნელთან ერთად.

თუმცა, ფინალის შემდეგ სიმწარე ვიგრძენი და ასეთი დასასრული კარგი არ იქნებოდა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რთულ მომენტში მიდის“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემი“ „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა და ისტორიაში პირველად ევროპის უმაღლეს საკლუბო ჯილდო ვერ მოიგო.

0.106438