ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ვიქტორ ვალდესმა "ბლაუგრანას" 19-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ვალდესი კონტრაქტის მიხედვით გუნდს მომდევნო სეზონში გაწვრთნის და დაინტერესების შემთხვევაში მხარეები თამაშრომლობას გააგრძელებენ.
ვიქტორი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2002-14 წლებში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში ვალდესმა 536 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 441 გოლი და 239 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ესპანელმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია, საკლუბო დონეზე კი ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატი ექვსჯერ მოიგო.