სხვა

23:50 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული დუეტის მე-7 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

19 ივლისს გერმანულ ზულში მიმდინარე ახალგაზრდა მსროლელთა მსოფლიოს თასზე 10-მეტრიან დისტანციაზე შერეულ წყვილთა შეჯიბრება გაიმართა. ტურნირში საქართველოს სახელით ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილი ჩაებნენ.

საბოლოო ჯამში, ჩვენმა დუეტმა გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. კილაძე და მოსულიშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე 43 წყვილს შორის მესამე ადგილზე გავიდნენ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა იქ მეშვიდე ადგილს დასჯერდნენ და ვერ მოხვდნენ იმ ოთხეულში, რომელიც მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებდა.
ნახევარფინალში გამოსვლა ჩვენებმა 373 ქულით დაასრულეს. ოქროს მედლისთვის ბელარუსის მეორე და გერმანიის პირველი გუნდები იასპარეზებენ, ბრინჯაოსთვის კი - ჩინეთისა და ინდოეთის პირველი ნაკრებები.

ვთქვათ ისიც, რომ კაკო მოსულიშვილმა პირად შეჯიბრში ასპარეზობა 568 ქულით და 23-ე ადგილით დაამთავრა. მართალია, ის ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ ეს ქულები მისთვის ურიგო შედეგი არაა. ცალკეულ სერიებში მისი მაჩვენებელი ასეთია: 91, 96, 97, 93, 96, 95 ქულა.

0.113892