ფეხბურთი

16:15 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "არ ვიცი რა მოხდება, სამ დღეში ყველაფერი საბოლოოდ უნდა გაირკვეს, რადგან მეტი აღარ შეიძლება"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „ორდაბასთან“ (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა სპეციალისტმა უმეტესად გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერს საბოლოოდ პასუხი უნდა გაეცეს.

ჩხეტიანის განცხადებით, არაფრის გაწელვა აღარ შეიძლება.

„პირველ რიგში ვულოცავ „ორდაბასს“ შემდეგ ეტაპზე გასვლას. რაც შეეხება თამაშს, გოლამდე კარგად ვითამაშეთ, რასაც ალბათ არ ველოდით, ისე ითამაშეს ბიჭებმა. რაც იმედს მაძლევს, გუნდს პოტენციალი აქვს.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მოხდება, რადგან ვალდეუბლება გვაქვს ამ ფეხბურთელების წინაშე რა ბიუჯეტიც არ უნდა გვქონდეს და ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება. ამ დღეებში ალბათ ყველაფერი ნათელი იქნება და ყველაფერი უნდა გაირკვეს, რა, როგორ იქნება თუ არ იქნება.

კიდევ ერთხელ ვამბობ ასეთ მოკლე პერიოდში გუნდი გუნდს დაემსგავსოს, მაგრამ ამ ბიჭების ნიჭიერებით და მონდომებით მოხდა ეს ყველაფერი, თუ ვინმეს მოგეწონათ თამაში და ვფიქრობ, პოტენციალი ნამდვილად არის. თუ ყველაფერი კარგად იქნება, კიდევ გავძლიერდებით და უკეთაც შეიცვლება მდგომარეობა.

ახლა სამი დღე ვისვენებთ და ამ სამ დღეში ყველაფერი უნდა ითქვას. როგორ შეუძლიათ, რა შეუძლიათ, რა არ შეუძლიათ, რადგან უკვე არაფრის გაწელვა აღარ შეიძლება, ისედაც გავიწელეთ უკვე. ცინცაძე? მას კონტრაქტი ამოეწურა, მაგრამ შევთავაზებთ ახალ კონტრაქტს და ვეცდებით, შევინარჩუნოთ“, - თქვა ჩხეტიანმა.

0.110246